• Geo
  • Eng
12.04.2013
გიორგი შენს გვერდით ვართ

საქართველოს თასის განმეორებით მეოთხედფინალურ მატჩში ქუთაისის ტორპედოს ფეხბურთელმა გიორგი ონიანმა მძიმე ტრავმა მიიღო. გიორგის სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. საბედნიეროდ მის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება. ამ რთულ პერიოდში ყველანი გიორგის გვერდით ვართ. ჩვენი კლუბი, ყველა დინამოელი, გიორგის მალე გამოჯანმრთელებას და მოედანზე მოკლე ვადაში დაბრუნებას ვუსურვებთ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024