• Geo
  • Eng
08.04.2013
დინამო VS გურია– ურთიერთშეხვედრები

ოთხშაბათს 10 აპრილს დინამო თბილისი საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/4 ფინალურ საპასუხო შეხვედრას გამართავს. მატჩი გურიის წინააღმდეგ დინამო არენაზე გაიმართება და 18.00 საათზე დაიწყება.

დინამოელებს ეროვნულ ასპარეზზე ლანჩხუთელთა წინააღმდეგ 21 მატჩი აქვთ გამართული. ურთიერთშეხვედრებში დინამოელები კოლოსალურ უპირატესობას ფლობენ – 17 მოგება, 3 ფრე და ერთი მარცხი. ბურთების შეფარდება 66:11 ჩვენი გუნდის სასარგებლოდაა. დედაქალაქელებმა გურია ექვსბურთიანი სხვაობით ოთხჯერ დაამარცხეს. ჩვენმა გუნდმა სამჯერ 6:0 მოუგო, 1999 წლის 15 მაისს, ეროვნული ჩემპიონატის მეათე გათამაშების XXVII ტურის შეხვედრაში კი მეტოქე 7:1 დაამარცხეს. აღნიშნულ დაპირისპირებაში სამი ბურთი აშვეთიამ გაიტანა, თოთო გოლი კი ჯინჭარაძის, კიკნაძის, ალექსიძის და ჩომახიძის ანგარიშზეა.

შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალის პირველი შეხვედრა, რომელიც ლანჩხუთში გაიმართა, უგოლოდ 0–0 დასრულდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024