• Geo
  • Eng
05.09.2011
დინამო ასეულშია

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ განახლებული საკლუბო რეიტინგი გამოაქვეყნა.
მიუხედავად იმისა, რომ თბილისური გუნდი უეფას ევროპის ლიგის გათამაშებას გამოეთიშა, IFFHS–ს ვერსიით შედგენილ მსოფლიო საკლუბო რეიტინგში სერიოზული წინსვლა განიცადა.

განახლებულ საკლუბო რეიტინგში დინამო თბილისი მსოფლიოს ას საუკეთესო კლუბთა სიაში მოხვდა და მეტიც,ქართული ფეხბურთის ფლაგმანი 85–ე ადგილს იკავებს აღნიშნულ ჩამონათვალში.

შეგახსენებთ,რომ გასული თვის მონაცემების მიხედვით დინამო 114–ე ადგილს იკავებდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024