• Geo
  • Eng
05.09.2011
ჩისკო იუბილარია

თბილისის დინამოს ესპანელი ლეგიონერი,ჩისკო მუნიოსი იუბილარია – დღეს მას 31 წელი შეუსრულდა. ესპნელმა ფეხბურთელმა, რომელიც სხვადასხვა დროს რეკრეატივოს, უელვას, ვალენსიას, ბეტისისა და ლევანტეს ქომაგთ მოუტანა სიხარული, ძალიან მოკლე დროში მოახერხა გამხდარიყო თბილისელი გულშემატკივრის რჩეული.

უკანასკნელ ტურში შეცვლაზე შემოსულმა ჩისკომ, რომელიც ესპანური პირმერადივიზიონის, უეფას თასის გათამაშებისა და უეფას სუპერ თასის გათამაშების გამარჯვებული გახლავთ, დუბლი შეასრულა და ჩვენს გუნდს ქულაც მოუტანა ერთობ პრინციპულ მეტოქესთან ჭიდილში.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024