• Geo
  • Eng
01.09.2011
ტესტ-მატჩი დუბლებთან

დღეს დილით საგურამოს ბაზაზე დინამომ დუბლებთან ტესტ-მატჩი გამართა. გუნდებმა ორი 35 წუთიანი ტაიმი ითამაშეს. შეხვედრა პირველი გუნდის გამარჯვებით დასრულდა 4:1. მე-6 წუთზე ოდიკაძის გადაცემის შემდეგ იაგუემ თავური დარტყმით გახსნა ანგარიში. 22-ე წუთზე პაპავას კარგი პასით გრიშიკაშვილთან პირისპირ ფოცხვერია დარჩა და ანგარიშის გათანაბრებაც შეძლო. სამ წუთში პირველი გუნდი ისევ დაწინაურდა. ოდიკაძის დარტყმის შემდეგ, ბურთი ლექვთაძესთან აღმოჩნდა და ირაკლიმ ხელსაყრელი პოზიციიდან ზუსტად დაარტყა. მეორე ნახევარში ფანცხავა აქტიურად ჩაერთო თამაშში და რობერტინიოს პასი გოლად აქცია. 65-ე წუთზე კი იგი საჯარიმოში წააქციეს და ჩისკომ 11 მეტრიანის დარტყმის შემდეგ, დამატებაზე გაიტანა. შეხვედრას კლუბის პრეზიდენტი ბატონი რომან ფიფია და გენერალური დირექტორი ზურაბ პოლოლიკაშვილიც ესწრებოდნენ. გუნდებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს:

დინამო – გრიშიკაშვილი, ოდიკაძე /კოშკაძე/, ღონღაძე, თომაშვილი, კახელიშვილი, ბერაია, ჯიღაური /ფანცხავა/, თექთურმანიძე, კოტო, ლექვთაძე /რობერტინიო/, იაგუე /ჩისკო, მუმლაძე/

დუბლები – ნადირაძე /ლეგაშვილი/, ამაშუკელი, ხოჭოლავა /ნემსაძე/, გველესიანი, კაკულია /ხიზანეიშვილი/, პაპავა /დოლიძე/, რეხვიაშვილი /ჯიშკარიანი/, ჩაფიძე /კაჭარავა/, ფოცხვერია /მათიაშვილი/, პარუნაშვილი, გაბაშვილი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024