• Geo
  • Eng
08.07.2025
დინამომ რიზესპორს აჯობა

დინამოელებმა სეზონისწინა მზადება თურქეთში გააგრძელეს და დღეს რიზესპორს თავისივე ბაზაზე ეთამაშნენ.

გუნდს ტრავმების გამო ნოდარ ლომინაძე, გიორგი გვასალია და ვაკო გვილია გამოაკლდა. თავად მატჩი კი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. სტარტზე მასპინძლებს ჰქონდათ რამდენიმე ნახევრადსახიფათო მომენტი თუმცა, კონტრშეტევაზე თბილისელებმა შედეგიანად ითამაშეს და ანგარიშიც გაიხსნა. მარცხენა ფრთაზე თემურ ოდიკაძემ იაქტიურა და კარშიც დაარტყა, მეკარის მიერ მოგერიებული ბურთი კი ვასილიოს გორდეიანმა გადაგზავნა კარში. ტაიმის ბოლოსკენ თორნიკე მორჩილაძის გადაცემით ირაკლი იაკობიძემ ისარგებლა და დინამოელები ორი გოლით დააწინაურა 0-2.

მეორე ტაიმში მასპინძლებმა ერთი გოლის გაქვითვა პენალტით მოახერხეს. 65-ე წუთზე შედეგიანად ოლავოინიმ გაისროლა. შეხვედრის ბოლოს კი ადრიან როდრიგესის აქტიურობას გიორგი ლომთაძის გოლი და საფინალო ანგარიში 1-3 მოჰყვა. დინამოელები 12 ივლისს ტრაბზონსპორს შეხვდებიან.

აქვს განსაკუთრებული მადლობა გვინდა მასპინძლობისთვის რიზესპორს გადავუხადოთ.

 

რიზესპორი 1-3 დინამო

 

დინამო: სიკაჩი, სადღობელაშვილი, იაკობიძე, ასუნსეუ, პოტალოვი, ბერელიძე, კანკავა, წულაია, მორჩილაძე, გორდეზიანი, ოდიკაძე

შეცვლაზე შემოვიდნენ: მაქაცარია, შათირიშვილი, ხარებაშვილი, შაშიაშვილი, ნინუა, ფეიქრიშვილი, ლომთაძე, სალია, ოსეი, დიაკონიძე, ადრიანი, ვაწაძე

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2025