29 ივნისს დინამოელებმა ჩემპიონატის განახლებამდე კიდევ ერთი სპარინგ მატჩი ჩაატარეს, თბილისელებს მეტოქეობა სომხურმა ურარტუმ გაუწია.
ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა ტაიმები სხვადასხვა შემადგენლობით ჩაატარა. (შეგახსენეთ, რომ 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატზე მყოფი დინამოელები გუნდს 1 ივლისს შეუერთდებიან) დედაქალაქური გუნდის რიგებში კი მშობლიურ კლუბს დაბრუნებულმა გიორგი ლორიამ და გიორგი ლომთაძემ ითამაშეს.
ანგარიში მასპინძლებმა დებიუტშივე გახსნეს. ირაკლი სირაძემ ნიკოლოზ ჩიქოვანის პასი ზუსტ დარტყმად გარდასახა. ტაიმის შუაში ლეო ასუნსეუმ ნიკა ნინუას კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს ურარტუს კარში მიუჩინა ადგილი. სტუმრებმა პირველ ნახევარში ერთი გოლის გაქვითვა მოახერხეს, მეორე ტაიმის ბოლოს კი ორი გოლი გაუტანეს მასპინძლებს.
კიდევ ერთ მატჩს დინამოელები 5 ივლისს არარატ არმენიასთან ჩაატარებენ.
დინამო 2-3 ურარტუ
დინამო: სიკაჩი, გვასალია, შათირიშვილი, ასუნსეუ, ხარებაშვილი, ბერელიძე, ნინუა, ლომთაძე, აარონსი, ჩიქოვანი, სირაძე
მეორე ტაიმი: ლორია, ფეიქრიშვილი, ახალკაცი, ოდიკაძე, პოტალოვი, შაშიაშვილი, ჩხეტიანი, სადღობელაშვილი, სალია, აფციაური