• Geo
  • Eng
24.06.2025
პიუნიკთან სპარინგი ფრედ დასრულდა

დინამო თბილისი პაუზის შემდეგ შეიკრიბა და სეზონის მეორე ეტაპისთვის მზადება დაიწყო. დედაქალაქელები, როგორც უკვე გამცნეთ არასრული შემადგენლობით ემზადებიან. გუნდს ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე მყოფი ფეხბურთელები მოგვიანებით შეუერთდებიან.

 

ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა დღეს მოსამზადებელი ეტაპის პირველი მატჩი ჩაატარა და დინამო არენაზე, საქართველოში შეკრებაზე მყოფ სომხურ პიუნიკს შეხვდა, მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა. თბილისელებმა ანგარიში პირველ ტაიმში გახსნეს - თერთმეტმეტრიანი ზუსტად ნიკა ნინუამ შეასრულა.

დინამომ მცირედით გადახალისებული შემადგენლობით იასპარეზა. ჩვენს გუნდს დინამო კიევიდან ალექსანდრე ფეიქრიშვილი დაუბრუნდა. გუნდშია ახალგაზრდა შემტევი ირაკლი სირაძე, რომლის შესახებაც მწვრთნელები ახლო მომავალში მიიღებენ გადაწყვეტილებას. ასევე პორტუგალიიდან გუნდს დაუბრუნდა ახალგაზრდა მეკარე მათე საური. ვინგერად კი როლანდ აარონსმა იასპარეზა, რომელიც ამჟამად სინჯებზეა და მის შესახებაც გადაწყვეტილებას ახლო მომავალში მიიღებენ. იამაიკური წარმოშობის ინგლისელი ნახევარმცველი 29 წლის გახლავთ. მას ინგლისური პრემიერლიგის, ჩემპიონშიპის და შოტლანდიური პრემიერლიგის გამოცდილება უმაგრებს ზურგს.

 

მომდევნო შეხვედრას დინამოელები 29 ივნისს ურარტუსთან ჩაატარებენ.

 

დინამო 1-1 პიუნიკი

 

დინამო (პირველი ტაიმი): სიკაჩი, გვასალია, შათირიშვილი, ასუნსეუ, ხარებაშვილი, ნინუა, ფეიქრიშვილი, აფციაური, აარონსი, ჩხეტიანი, სირაძე

(მეორე ტაიმი): საური, ბერელიძე, ახალკაცი, ოდიკაძე, პოტალოვი, შაშიაშვილი, როდრიგესი, სადღობელაშვილი, სალია, წულაია

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2025