• Geo
  • Eng
24.06.2025
დინამომ მზადება განაახლა

დინამო თბილისი პაუზის შემდეგ შეიკრიბა და ჩემპიონატის მეორე ნახევრისთვის მზადება დაიწყო. გუნდი არასრული შემადგენლობით ემზადება - ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მყოფი ფეხბურთელები დინამოს მოგვიანებით შეუერთდებიან. კლუბს რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს და ასევე იქნება შევსებაც. ივლისის შუაში დედაქალაქელები საქართველოს თასის გათამაშებაშიც ჩაერთვებიან, მანამდე კი ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა ამხანაგური მატჩები დაგეგმა.

დედაქალაქელები თბილისში მყოფ სომხურ გუნდებს ესპარინგება. 24 ივნისს პიუნიკს შევხვდებით, 29 ივნისს ურარტუსთან ვითამაშებთ, ხოლო 5 ივლისს არარატ არმენიას გავეჯიბრებით. სამივე შეხვედრა მეტოქის თხოვნით დახურული სახის იქნება და გულშემატკივარი ვერ დაესწრება.

დინამოელები შემდეგ თურქეთისკენ აიღებენ გეზს. 8 ივლისს ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი რიზესპორს ეთამაშება, ხოლო 12 ივლისს ტრაბზონსპორი გვიმასპინძლებს.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2025