19 წლამდე ოქროს ლიგის გათამაშების მე-9 ტურში დინამოელები ფოთს ესტუმრნენ, ადგილობრივ კოლხეთს დაუპირისპირდნენ და დაძაბული მატჩი გამარჯვებით დაასრულეს. დინამოელებმა მასპინძელთა 2 გოლს, სამი ზუსტი დარტყმით უპასუხეს. იუსიბ მეხტიევმა დუბლი შეასრულა, ერთი გოლიც რეზი დანელიას ანგარიშზეა. თბილისელები სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფებიან და ლიდერ იბერიას 2 ქულით ჩამორჩებიან. მომდევნო მატჩს ვასილ გეგუჩაძის გუნდი 10 მაისს გორში, დილასთან გამართავს.
U19 კოლხეთი 2-3 დინამო
დინამო: ღაღვაშვილი, საჯაია, ჭოლოკავა, გვაზავა, ხუციშვილი, ფერაძე , ნიორაძე, ნათენაძე, დანელია, ხოხაშვილი, მეხტიევი
სათადარიგო სკამი: გოგებაშვილი, შაშიაშვილი, ძნელაძე, ლელაშვილი, მიქაუტაძე, კაკაშვილი, სადაღაშვილი, ვიბლიანი