დინამო არენაზე ეროვნული ლიგის მე-9 და პირველი წრის ბოლო ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც დინამომ გორის დილას უმასპინძლა. დედაქალაქელთა კარში, ამ სეზონში პირველად, სტადიონზე მოსულმა გულშემატკივარმა მოლდოველი მეკარე - სტეფან სიკაჩი იხილა.
შეხვედრის პირველი ტაიმი ორივე გუნდმა ფრთხილი თამაშით დაიწყო და რიტმიც შესაბამისი გახლდათ. მეორე ნახევრიდან კი დინამოელებმა მოიპოვეს სათამაშო უპირატესობა და ოთხწუთიან მონაკვეთში ორი გოლიც გაიტანეს. 52-ე წუთზე ლამაზი ფლანგური შეტევა საბა ხარებაშვილის ჩაწოდებით და თორნიკე მორჩილაძის გოლით დასრულდა, ხოლო 56-ე წუთზე იმავე ხარებაშვილის ჩაწოდება საჯარიმოში და ბრაზილიელი ლეო ასუნსეუ სეონში მეორე გოლს აგდებს. თბილისელებს აღელვების საბაბი მსაჯის მიერ კომპენსირებულ პერიოდში მიეცა, რა დროსაც ბლანკსონ ანოფიმ ერთი გოლი გაქვითა, თუმცა აღარაფერი შეცვლილა და დედაქალაქელებმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს 2-1.
მატჩის 74-ე წუთზე თბილისელთა რიგებში შეცვლაზე ავსტრიელი დომინიკ რაიტერი შევიდა, ხოლო მე-80 წუთზე ნიკა ნინუას ეუხეშნენ და ჩვენი გუნდის ნახევარმცველმა ცხვირი გაიტეხა.
მომდევნო მატჩს დინამოელები საკუთარ არენაზე ბათუმელებთან 25 აპრილს ჩაატარებენ.
მატჩის ოქმი
ფოტოამბავი