• Geo
  • Eng
13.04.2025
ქართული დერბი დავთმეთ

13 აპრილს ქუთაისის, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონმა მორიგი ქართული დერბი მიიღო. ტორპედოსა და დინამოს ტრადიციული დაპირისპირება ტრადიციულად დაძაბულად და საინტერესოთ წარიმართა.

რამდენიმე ორმხრივი შეტევის შემდეგ ტაიმის შუაში მასპინძლებმა სოლიდური უპირატესობა მიიღეს. ტორპედომ ოთხწუთიან მონაკვეთში ორი გოლი გაიტანა და სტუმრების მდგომარეობა გართულდა. ჯერ სოლომონ კვერკველიამ ისარგებლა მომენტით და თავით დაარტყა ზუსტად, შემდეგ კი გიორგი კოხრეიძემ უეცარი „საჩუქარი“ მიიღო და ანგარიში 2-0 გახდა. დედაქალაქელები მესამე გოლისგან ტაიმის კოპმენსირებულ დროში მიხეილ მაქაცარიამ იხსნა, მან ბიორნ იონსენს აუღო თერთმეტმეტრიანიდან. მეორე ნახევარში დინამო ბევრს ეცადა, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხა.

 

შემდეგ მატჩს დინამო საკუთარ სტადიონზე, 17 აპრილს ჩაატარებს, თბილისელები გორელებს მიიღებენ.

 

მატჩის ოქმი

ფოტოამბავი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2025