დღეს დინამო არენამ ძლიერი წვიმის ფონზე ეროვნული ლიგის მე-7 ტურის შეხვედრა მიიღო, რომელშიც დინამომ იბერიას უმასპინძლა.
მატჩიი ორი ტაიმი განსხვავებული ორი სცენარით წარიმართა. პირველ ნახევარში სტუმრებმა ორი სახიფათო მომენტი შექმნეს, რომელშიც იური ტაბატაძემ იყოჩაღა და ორივე შემთხვევა შედეგიანი დარტყმით დაასრულა. მანამდე მასპინძლებს ჰქონდათ რეალური მომენტი, თუმცა მიჯრით სამჯერ დარტყმული ბურთი საბოლოოდ კუთხურზე გადავიდე. მეორე ტაიმში ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა სერიოზული სათამაშო უპირატესობა მოიპოვა, არაერთი საგოლე სიტუაციაც შექმნა იბერიის კართან, მაგრამ თემო ოდიკაძის 86-ე წუთზე გატანილი გოლის მეტი აღარ გასულა და მატჩი 1-2 დასრულდა.
შემდეგ შეხვედრას დინამო ქუთაისში 13 აპრილს ჩაატარებს.
მატჩის ოქმი
ფოტოამბავი