• Geo
  • Eng
23.03.2025
საქართველოს ნაკრები ისევ B დივიზიონში იასპარეზებს

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 20 და 23 მარტს ერთა ლიგის პლეი ოფის მატჩები სომხეთის ნაკრებთან ჩაატარა და მეტოქეს დამაჯერებლად აჯობა.

 

პირველ შეხვედრას ერევანმა უმასპინძლა, თავად მატჩი საქართველოს გამარჯვებით 0-3 დასრულდა (ქოჩორაშვილი, მიქაუტაძე-2). საპასუხო შეხვედრა თბილისში, დინამო არენაზე გაიმართა, საქართველოს ნაკრებმა კი თავისი უპირატესობა საბოლოო ანგარიშში ასახა და მეტოქეს 6-1 მოუგო (ავტო გოლი, მიქაუტაძე-2, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია).

 

ამრიგად საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის 2026/2027 წლების სეზონში კვლავ B დივიზიონში იასპარეზებს. მანამდე კი ვილი სანიოლის კრებული შემოდგომიდან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპში ჩაერთვება, მეტოქეობას კი თურქეთის, ბულგარეთის და ესპანეთის ნაკრები გუნდები გაგვიწევენ.

ვულოცავთ საქართველოს ნაკრებს კავკასიურ დერბიში გამარჯვებას და წარმატებას ვუსურვებთ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე.

 

ფოტო (C) nakrebi.ge

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2025