22 მარტს დინამომ დიღმის ბაზაზე ამხანაგური მატჩი სამტრედიასთან ჩაატარა და 3-0 იმარჯვა.
შეხვედრის პირველი ნახევარი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, მეორე ტაიმში კი სამი გოლი გავიდა. ტაიმის სტარტზე ზუსტი თავურით ანგარიში ბრაზილიელმა ცენტრალურმა მცველმა ლეო ასუნსეუმ გახსნა. მეორე გოლი ასევე ბრაზილიელი ვინგერის კაუა დოს სანტოსის ანგარიშზეა, რომელსაც კლუბი ოფიციალურად მალე გაიფორმებს. მესამე ზუსტი დარტყმა განელმა ფორვარდმა ჯონ არტურმა ჩაიწერა თავის ანგარიშზე.
დინამოს დღევანდელ შეხვედრაში ახალგაზრდულ და 19 წლამდე ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელები დააკლდა. უახლოეს მატჩს კი ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი 28 მარტს დინამო არენაზე გარეჯთან ჩაატარებს.
დინამო 3-0 სამტრედია
დინამო: სიკაჩი, პოტალოვი, გობეშია, ასუნსეუ, ბაგრატიონი, აფციაური, ნინუა, მაშავა, როდრიგესი, ოვუსუ, ქუთათელაძე
შეცვლაზე შევიდნენ: ბურდიაშვილი, ახალკაცი, ჩხეტიანი, არტური, დოს სანტოსი, სადღობელაშვილი