დღეს ქობულეთში ეროვნული ლიგის მესამე ტურის მატჩი შედგა, რომელშიც ფოთის კოლხეთმა დინამოს უმასპინძლა.
თავიდანვე სათქმელია, რომ შეხვედრაში მონაწილეობა დინამოს ფორმით 20 წლის შემდეგ - ჯაბა კანკავამ მიიღო. ასევე სასტარტო შემადგენლობაში გახლდათ ვაკო გვილია, მასთან ერთად კი სადებიუტო მატჩი ჩაატარა ჯონ არტურმა. გუნდი კი მოედანზე თავის საიუბილეო მე-100 შეხვედრაში საბა ხვადაგიანმა გამოიყვანა.
თავად მატჩი საინტერესეოდ და მაღალ ტემპში წარიმართა, თუმცა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. საერთო სათამაშო უპირატესობა და შექმნილი მომენტები სტუმართა მხარეს იყოს, მასპინძლები კი პერიოდულად სახიფათო კონტრშეტევებს აწყობდნენ. პირველ ნახევარში ნოდარ ლომინაძეს და ჯონ არტურს ჰქონდათ ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა, საპასუხოდ მასპინძელთა სწრაფი კონტრშეტევაა აღსანიშნავი, რომელიც არაზუსტი დარტყმით დასრულა. გუნდებს რიტმი არც მეორე ტაიმში დაუგდიათ, სტადიონზე მოსულმა გულშემატკივარმა კიდევ ნახა რამდენიმე სახიფათო შეტევა, განსაკუთრებით სახიფათოდ ბოლოსკენ დინამომ შეუტია, თუმცა უშედეგოთ. მანამდე თბილისელთა შემადგენლობაში ნიკა ნინუაც გამოჩნდა, რომლისთვისაც ეს მატჩი ასევე საიუბილეო მე-100 შეხვედრა გამოდგა ეროვნულ ჩემპიონატში.
შემდეგ შეხვედრას ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი 15 მარტს თელავში, ადგილობრივი გუნდის წინააღმდეგ გამართავს.
მატჩის ოქმი
ფოტოამბავი