დღეს დინამო 2-მა ეროვნული ლიგა 2-ის პირველი ტურის შეხვედრა გამართა. ილია კოკაიას საფეხბურთო ცენტრში ჩვენს გუნდს სპაერმა უმასპინძლა, საფეხბურთო თრილერი კი შედეგიანი ყაიმით 3-3 დასრულდა.
მატჩის სტარტზე მასპინძლები თერთმეტმეტრიანით დაწინაურდნენ, რომელიც საბა გეგიაძემ შეასრულა ზუსტად. მე-11 წუთზე იმავე გეგიაძის გოლი, რომელსაც ცოტახანში გიორგი ცეცხლაძემ კიდევ ერთი შედეგიანი დარტყმა მიაყოლა და სპაერი 3-0 დაწინაურდა. დინამოელები არ გატყდნენ და ნახევარი საათის თავზე ცოტნე ბერელიძის გოლით ანგარიში შეამცირეს. პირველ ტაიმში კიდევ ერთი გოლის გატანა შეგვეძლო, თუმცა ლუკა ბუბუტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა. ლურჯ-თეთრებმა მეორე ტაიმში კიდევ უფრო უმატეს შეტევებს და 58-ე წუთზე თემურ ოდიკაძემ ანგარიში მინიმუმამდე დაიყვანა, ხოლო 72-ე წუთზე საბა ნიორაძემ საფინალო ანგარიში 3-3 დააფიქსირა. დინამო 2 შემდეგ შეხვედრას 14 მარტს ბენდელაზე, იბერია 2-თან გამართავს.
მატჩის ოქმი
ფოტოამბავი