უკრაინელი მარცხენა მცველი ბოგდან პოტალოვი და ბრაზილიელი შემტევი ადრიან სესარ როდრიგესი დინამოს შეუერთდნენ. ორივე ფეხბურთელი კლუბს პორტუგალიურ შეკრებაზე შეუერთდა და საბოლოოდ სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით მათთან კონტრაქტი გაფორმდა.
22 წლის უკრაინელი მარიუპოლის აღზრდილია, შემდეგ კი გერმანულ ბაიერნ ჰოფსა და ბაიროთში გამოდიოდა. პოტალოვმა დინამოსთან კონტრაქტი 2+1 სისტემით გააფორმა.
19 წლის ბრაზილიელი ფლუმინენსეს აკადემიის აღზრდილია და დინამოსთან ხელშეკრულება 1+1 სისტემით გააფორმა.
