• Geo
  • Eng
12.02.2025
დინამომ შეკრება გამარჯვებით დაასრულა

დღეს პორტუგალიაში მყოფმა დინამოელებმა ზამთრის შეკრების ბოლო ამხანაგური მატჩი ადგილობრივ პორტიმონენსესთან გამართეს და 2-1 იმარჯვეს.

 

ანგარიში შეხვედრაში პორტუგალიელებმა გახსნეს, 23-ე წუთზე გოლი ექტორ ეველმა გაიტანა. დინამოელებმა თავისი სათამაშო უპირატესობა გოლებში მეორე ტაიმში ასახეს. მატჩის დაწყებიდან ერთი საათის თავზე მეტოქის საჯარიმოში შექმნილი არეულობით ნიკოლოზ უგრეხელიძემ ისარგება, მან გადმოვარდნილ ბურთს დაამატა და წონასწორობა აღადგინა. გამარჯევბის გოლი კი, 84-ე წუთზე ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ მათე ვაწაძემ გაიტანა 2-1.

 

ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა ფაქტიურად დაასრულა პორტუგალიური შეკრება. დინამოელები სამშობლოში ხვალ გამოემგზავრებიან და მოახლოებული სეზონისთვის მზადებას დიღომში გააგრძელებენ.

 

შეგახსენებთ, ეროვნული ლიგის პირველ ტურს ჩვენი გუნდი სტუმრად გამართავს. 2 მარტს ბათუმში ერთანეთს ორი დინამო დაუპირისპირდება.

 

დინამო 2-1 პორტიმონენსე

 

დინამო: სიკაჩი, გვასალია, ხვადაგიანი, უგრეხელიძე, ხარებაშვილი, წულაია, კანკავა, ლომინაძე, მორჩილაძე, ოვუსუ, გოცირიძე

მეორე ტაიმში შევიდნენ: აფციაური, ვაწაძე, ბუბუტეიშვილი, სადღობელაშვილი, პოტალოვი, იაკობიძე, ბაგრატიონი, არტური, ბერელიძე, ადრიან სეზარი

 

დინამოელებმა პორტუგალიაში ხუთი ამხანაგური მატჩი ჩაატარეს:

26 იანვარი: დინამო 0-2 დალასი (მუსა, ენდელი)

31 იანვარი: დინამო 0-1 სპორტინგი B (ფ. გონსალვეში)

1 თებერვალი: დინამო 2-0 კრიენსი (მორჩილაძე x2)

8 თებერვალი: დინამო 0-2 კოვილია (ოლივეირა, დამიანუ)

12 თებერვალი: დინამო 2-1 პორტიმონენსე (ეველი, უგრეხელიძე, ვაწაძე)

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2025