პორტუგალიაში ზამთრის მოსამზადებელ შეკრებაზე მყოფმა დინამოელებმა დღეს მორიგი სპარინგ მატჩი გამართეს. მეტოქეობა ჩვენს გუნდს ადგილობრივმა სპორტინგ კოვილიამ გაუწია.
მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. პირველ ტაიმში კოვილიამ ორჯერ აიღო დინამოელთა კარი. მე-13 წუთზე დამიანუმ გახსნა ანგარიში, ხოლო 32-ე წუთზე ოლივეირამ ორამდე გაზარდა სხვაობა. თბილისელებს რამდენიმე მომენტში მართებდათ გოლის გატანა, განსაკუთრებით ახლოს მიზანთან ნოდარ ლომინაძე და ცოტნე ბერელიძე იყვნენ, თუმცა უშედეგოთ. საბოლოოდ მატჩი პორტუგალიელთა გამარჯვებით დასრულდა.
სინჯებზე მყოფმა უკრაინელებმა კირილ პაშკომ და ვლადისლავ კალინმა გუნდი დატოვეს, ხოლო დღევანდელ მატჩში ასევე უკრაინელმა 22 წლის ფლანგის მცველმა ბოგდან პოტალოვმა ითამაშა. მასთან მიმართებაში გუნდი გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მიიღებს.
ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი თბილისში დაბრუნებამდე, 12 თებერვალს კიდევ ერთ მატჩს ჩაატარებს. ჩვენი გუნდს მეტოქეობას ასევე ადგილობრივი პორტიმონენსე გაუწევს.
დინამო 0-2 სპორტინგ კოვილია
დინამო: მაქაცარია, პოტალოვი, იაკობიძე, უგრეხელიძე, ხარებაშვილი, ბერელიძე, კანკავა, ლომინაძე, ადრიან სეზარი, ოვუსუ, არტური
65-ე წუთიდან მოედანზე შევიდნენ: სიკაჩი, ბარათელია, გვასალია, ვაწაძე, სადღობელაშვილი, ბუბუტეიშვილი, ხვადაგიანი, მიქაუტაძე, ბაგრატიონი, გოცირიძე, წულაია