• Geo
  • Eng
01.02.2025
პირველი გამარჯვება შეკრებაზე

დღეს პორტუგალიაში შეკრებაზე მყოფმა დინამომ მესამე ამხანაგური მატჩი შვეიცარიულ კრიენსთან გამართა და 2-0 იმარჯვა.

 

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ 70-ე და 74-ე წუთებზე თორნიკე მორჩილაძემ დუბლი შეასრულა. პირველი გოლი ნოდარ ლომინაძის აქტიურობას და დანიშნულ პენალტს მოჰყვა, ხოლო მეორე გოლი მორჩილაძემ სოლო რეიდით გაიტანა.

 

დინამოელები ორი დღე დაისვენებენ და 4 თებერვლიდან შეკრების მეორე ეტაპს გაივლიან. დედაქალაქელები კიდევ გამართავენ ამხანაგურ მატჩებს, მეტოქეთა შესახებ ინფორმაციას კი უახლოეს პერიოდში მოგაწვდით.

 

დინამო 2-0 კრიენსი

 

დინამო: მაქაცარია, სადღობელაშვილი, გობეშია, იაკობიძე, პაშკო, წულაია, ბერელიძე, ლომინაძე, ჩიქოვანი, ოვუსუ, ვაწაძე

შეცვლაზე შევიდნენ: ბერუაშვილი, გვასალია, ხარებაშვილი, მორჩილაძე, ბაგრატიონი, გოცირიძე, კანკავა, ადრიან სეზარი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2025