• Geo
  • Eng
31.01.2025
მეორე შეხვედრა პორტუგალიურ შეკრებაზე
დინამო თბილისმა პორტუგალიურ შეკრებაზე მეორე ამხანაგური შეხვედრა გამართა. ლადო კაკაშვილის გუნდი ლისაბონის სპორტინგის დუბლშემადგენლობას დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით - 0:1 დამარცხდა. 
 
შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-20 წუთზე ფლავიო გონსალვეშმა გაიტანა. 
 
სპორტინგი II 1-0 დინამო
 
სპორტინგი II: დიოგუ პინტუ, დავიდ მორეირა, როდრიგო დიაში, მარლონ ჟუნიორი, ლუკას ტაიბო, დენილსონ სანტუში, კაუა ოლივეირა, რაფაელ ბესუგუ, ფლავიო გონსალვეში, როდრიგუ მარკეში, გაბრიელ სილვა
 
​დინამო: სიკაჩი, კალინი, იაკობიძე, უგრეხელიძე, ხარებაშვილი, აფციაური, კანკავა, პაშკო, არტური, სალია, მორჩილაძე
 
​შეცვლაზე შევიდნენ: ბერუაშვილი, სადღობელაშვილი, გობეშია, გვასალია, წულაია, ბერელიძე, ჩიქოვანი, გოცირიძე, ანდრე
 
დინამოს შემადგენლობაში სინჯზე იმყოფება ფლანგის ბრაზილიელი შემტევი. ადრიან სეზარი 19 წლისაა და სამშობლოში ფლუმინენსეში ასპარეზობდა. 
 
თბილისურ კლუბს შეკრებაზე შეუერთდა საქართველოს 21-წლამდე ნაკრების კაპიტანი საბა ხვადაგიანი, ახალგაზრდა ცენტრალური მცველი ახალი სეზონისთვის მზადებას გუნდთან ერთად განაგრძობს. 
 
პორტუგალიური შეკრების მესამე ამხანაგური მატჩი 1 თებერვალს შვეიცარიული კრიენსის წინააღმდეგ გაიმართება. 
FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2025