სტეფან სიკაჩი დინამო თბილისში დაბრუნდა. 36 წლის მოლდოველმა მეკარემ დედაქალაქურ გუნდთან ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა და პორტუგალიაში შეკრებაზე მყოფ გუნდს შეუერთდა.
სიკაჩი დინამოში 2018-2019 წლებში თამაშობდა და თბილისური გუნდის მაისურით 20 შეხვედრა ჩაატარა. მან კარიერა ყაზახეთში გააგრძელა სადაც ორ-ორი წელი აკჟაიკისა და კაისარის ღირსებას იცავდა.