22 წლის შემტევი ნახევარმცველი თორნიკე მორჩილაძე დინამოში დაბრუნდა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის ერთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
თორნიკემ ბოლო ორი სეზონი თელავის შემადგენლობაში იასპარეზა და 47 ჩატარებულ შეხვედრაში 8-ჯერ აიღო მეტოქეთა კარი.
ახალგაზრდული ნაკრების შემტევი (7 მატჩი 21 წლამდე ნარებში) დინამოს აკადემიის აღზრდილია, პირველი გუნდის შემადგენლობაში კი 25 მატჩი აქვს ჩატარებული.