• Geo
  • Eng
08.12.2024
ოთხი დებიუტი ბოლო ტურში

დღეს დინამო არენაზე ეროვნული ლიგის ბოლო ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც დინამომ გაგრას უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით 0-1 დამარცხდა.

შეხვედრა დინამომ გადახალისებული შემადგენლობით ჩაატარა, რამდენიმე მწვავე მომენტის მიუხედავად სტუმართა კარის არება ვერ შეძლო, გაგრას შემადგენლობიდან კი 62-ე წუთზე გიორგი ხარებაშვილმა გამოიჩინა თავი.

ჩვენი გუნდის შემადგენლობაში ერთბაშად 4 დებიუტი შედგა. ძირიტად შემადგენლობაში ასპარეზობა დაიწყეს 18 წლის თავდამსხმელმა იუსიბ მეხტიევმა და ნამიბიელმა ნახევარმცველმა ტიიპე კარუომბემ. შეცვლაზე 18 წლის ნახევარმცველი ლევან ნაჭყებია და 15 (!) წლის ფორვარდი სანდრო მიქაუტაძე შევიდნენ.

 

მატჩის ოქმი

ფოტოამბავი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024