• Geo
  • Eng
27.11.2024
გაუგებარი პენალტი და წაგება სახლში

დინამო არენაზე ეროვნული ლიგის 34-ე ტურის მატჩი დინამო თბილისსა და დინამო ბათუმს შორის გაიმართა. გადაუღებელი წვიმის ფონზე გამართული შეხვედრა მწირი საგოლე მომენტებით და დაძაბულობით გამოირჩა. შეხვედრის მე-11 წუთზე მასპინძელთა კარში დანიშნულმა თერთმეტმეტრიანმა დარტყმამ გაუგებრობა გამოიწვია. ჯალენ ბლესა საჯარიმოში სხვასთან შეხების გარეშე წაიქცა, კობა რევაზიშვილმა კი (ეროვნულ ლიგაში სადებიუტო მატჩი, როგორც მთავარი არბიტრი) პენალტის ნიშნულს მიუთითა. აღსანიშნავია, რომ მან მომენტი ვარ-ზეც გადაამოწმა და აზრი მაინც არ შეიცვალა, პენალტი კი ზუსტად იმავე ბლესამ დაარტყა. 27-ე წუთზე უკვე თბილისელთა გოლკიპერის შეცდომას სტუმართა მეორე გოლი მოჰყვა. შედეგიანათ ნიკა დუმბაძემ ითამაშა. საპასუხოდ ბენსონ ანანგს შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ ხელსაყრელი სიტუაციიდან ააცილა. მეორე ტაიმის სტრატზე ნიკა უგრეხელიძემ ითამაშა დასწრებაზე ზუსტად და სხვაობა შეამცირა 1-2. თბილისელებმა სათამაშო უპირატესობაც მოიპოვეს და უფრო სახიფათოდ შეუტიეს ბათუმელებს. 75-ე წუთზე სტუმართა საჯარიმოსთან ბათუმელები დაჯარიმდნენ, მცირეოდენი შეხლა შემოხლა კი ორი წითელი ბარათით დასრულდა. მსაჯმა ჯალენ ბლესა და მათე ვაწაძე გააძევა. ბოლო წუთებზე მსაჯმა ოსკარ სანტისსაც დაატოვებინა მოედანი. რევაზიშვილმა გვატემალელ ფეხბურთელს შეტევაში ზედმეტი აქტიურობა ჩაუთვალა და მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა, მატჩიც მალევე დასრულდა. ბოლოსწინა ტურის შეხვედრას დინამოელები 1 დეკემბერს ქობულეთში, ფოთის კოლხეთთან გამართავენ.

 

მატჩის ოქმი

ფოტოამბავი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024