23 ნოემბერს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სტადიონზე ეროვნული ლიგის 33-ე ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ადგილობრივმა დილამ დინამოს უმასპინძლა.
მატჩი დაძაბულად, გარდამავალი უპირატესობით და ხისტად წარიმართა. გუნდებს საგოლე მომენტებიც ჰქონდათ, თუმცა მატჩის შედეგი მსაჯის მიერ დამატებულ მეხუთე წუთზე გადაწყდა, როდესაც შედეგიანად იბრაჰიმა დრამემ ითამაშა და მასპინძლებმა მინიმალური ანგარიშით 1-0 იმარჯვეს.
შემდეგ შეხვედრას დედაქალაქელები 27 ნოემბერს დინამო არენაზე, ბათუმის დინამოსთან გამართავენ.
მატჩის ოქმი
ფოტოამბავი