• Geo
  • Eng
16.11.2024
ავსტრიელი მეკარე დინამოში

დინამო თბილისს სეზონის ბოლომდე ავსტრიელი გოლკიპერი ტობიას შუცენაუერი შეუერთდა. 27 წლის მეკარე გრაცის შტურმის აღზრდილია, ბოლოს კი ადგილობრივ ალტახში გამოდიოდა.

ტობიასი შტურმთან ერთად ავსტრიის თასის ორგზის მფლობელია 2018 და 2023 წლებში. მას ასევე ავსტრიის ყველა ასაკობრივ ნაკრებში (ახალგაზრდულის ჩათვლით) აქვს ნათამაშები.

ორივე მხარის ინტერესის შემთხვევაში, თანამშრომლობა შესაძლოა მომავალ სეზონშიც გაგრძელდეს.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024