• Geo
  • Eng
02.07.2024
სუპერთასამდე

3 ივლისს დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე საქართველოს სუპერთასის ფინალში დინამო ტორპედოს დაუპირისპირდება. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა მხოლოდ ონლაინ  https://bit.ly/4cpWVlM

 

სლავა მეტრეველის სახელობის ტროფეი 23-ედ გათამაშდება. აბსოლიტური რეკორდსმენი კი დინამოა, რომელმაც სუპერთასი ცხრაჯერ მოიგო და ამის გარდა კიდევ ოთხჯერ იასპარეზა ფინალში.

 

ტიტულების მხრივ აბსოლუტური რეკორდსმენი გივი დიდავა გახლავთ, რომელმაც თასი ხუთჯერ მოიგო (3 დინამო, 2 ამერი). დინამოელთაგან სუპერთასი სამჯერ გივი დიდავამ და ალექსანდრე იაშვილმა მოიპოვეს. მესამედ შეუძლია ტროფეის აღმართვა გიორგი მოისწრაფიშვილსაც. მეორედ კი სლავა მეტრეველის თასის აწევას ლევან ოსიყმაშვილი და ჯადული იობაშვილი შეეცდებიან.

 

დინამოელი კახა გოგიჩაიშვილი კი ერთადერთია, რომელმაც ეს ტიტული ფეხბურთელის და მწვრთნელის რანგში მოიპოვა.

 

ქართული დერბი სუპერთასის მოსაპოვებლად აქამდე მხოლოდ ერთხელ, 2000 წლის 29 თებერვალს გაიმართა. ფინალი კობა წიტაიშვილის გოლით და თბილისელთა გამარჯვებით 1-0 დასრულდა.

 

 

აქვე დინამოელთა ყველა ფინალი:

 

დინამო თბ 4-0 დინამო ბთ  28.07.96

დინამო თბ 4-1 დინამო ბთ  4.8.97

დინამო თბ 1-2 დინამო ბთ  2.8.98

დინამო 1-0 ტორპედო  29.2.00

დინამო 1-0 ლოკომოტივი  17.9.05

დინამო 1-0 ზესტაფონი  3.12.08

დინამო 1-2 ვიტ ჯორჯია  17.12.09

დინამო 0-1 ჩიხურა  22.12.13

დინამო 1-0 ჩიხურა  11.12.14

დინამო 1-0 დილა  25.8.15

დინამო 0-1 საბურთალო  23.2.20

დინამო 2-2 (5-4 პენ) გაგრა 21.2.21

დინამო თბ 1-1 (4-3 პენ) დინამო ბთ 4.7.23

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024