• Geo
  • Eng
18.06.2024
პირველი ეტაპის მეტოქე - მორნარი

დღეს ქალაქ ნიონში, უეფას 2024/2025 სეზონის კონფერენციის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა.

 

გათამაშების აღნიშნულ ეტაპზე დინამო თბილისს, მეტოქეობას მონტენეგროს მორნარი გაუწევს.

 

ორმატჩიან დუელში პირველი დაპირისპირება სტუმრად 11 ივლისს შედგება. საპასუხო მატჩი 18 ივლისს თბილისში გაიმართება.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024