• Geo
  • Eng
28.05.2024
დინამო 2-ის გამარჯვება ვიტ ჯორჯიასთან

დღეს აკადემიის მოედანზე დინამო 2-მა ეროვნული ლიგა 2-ის მე-15 ტურის მატჩი ჩაატარა, რომელშიც ვიტ ჯორჯიას უმასპინძლა. ვალერი გაგუას გუნდმა სათამაშო უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა და საბოლოოდ მეტოქე 2-0 დაამარცხა. ანგარიშ 68-ე წუთზე ალექსანდრე ფეიქრიშვილმა გახსნა, ხოლო 77-ე წუთზე ნიკა ცეცხლაძემ საბოლოო შედეგი დააფიქსირა. დინამომ ამ მოგებით 27 ქულა დააგროვა და პირველადგილოსან სიონს 2 ქულით ჩამორჩება. მომდევნო შეხვედრას ჩვენი მეორე გუნდი 2 ივნისს სართიჭალაში, არაგვთან  ჩაატარებს.

 

მატჩის ოქმი და ფოტოამბავი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024