• Geo
  • Eng
21.05.2024
ფუტსალი | დინამო ლიგა 2-ის ჩემპიონია

20 მაისს არენა 2-ის დარბაზში ფუტსალის ლიგა 2-ის ჩემპიონი გამოვლინდა. დინამოელებმა თსუ 2-ს მესამე ფინალური შეხვედრა 4-0 მოუგეს და ჯამში 3-1 დაამარცხეს მეტოქე. ამრიგად კახაბერ მაისაიას გუნდმა ფუტსალის ლიგის საგზურთან ერთად, ლიგა 2-ის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა და მომავალი სეზონიდან რანგით უმარლეს ლიგაში იასპარეზებს.

დინამოელი ლაშა-გიორგი ობოლაძე კი რამდენიმე პრიზის მფლობელი გახდა. გუნდის კაპიტანი ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, ასევე 35 გოლით ტურნირის ბომბარდირის ჯილდო მიიღო და 20 შედეგიანი გადაცემა შეასრულა, რაც სეზონში საუკეთესო შედეგია.

 

ლაშა-გიორგი ობოლაძე: ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ აქამდე მოვსულიყავით და ბიჭებს მივულოცავ გამარჯვებას. ჩვენ გვჯეროდა, რომ ფინალში გავიდოდით, სადაც უკვე თამაშის ხარისხმა გამოავლინა გამარჯვებული. "თსუ 2" კარგი გუნდია, წინა წლის გამარჯვებულები არიან, მაგრამ ძლიერმა მოიგო. დღეს მეორე გოლმა დაგვაჯერა რომ ამ თამაშს მოვიგებდით. თასის აწევის ემოცია ძალიან კარგია, ახლაც ემოციებში ვარ და ძალიან მიხარია. სეზონი სანამ დაიწყებოდა, მინდოდა იგივე შედეგი დამედო, რაც შარშან, ბომბარდირობა, და ასეც მოხდა. დანარჩენს რაც შეეხება, ჩემი ასისტები გუნდელების დამსახურებაა, რადგან გამოიყენეს მომენტები. საუკეთესო მოთამაშედ რომ დამასახელეს ძალიან მოხარული ვარ.

sbm.ge

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024