• Geo
  • Eng
12.04.2024
უგოლო ფრე კოლხეთთან

დინამო თბილისმა ეროვნული ლიგის მერვე ტურის შეხვედრა საკუთარ სტადიონზე გამართა და ფოთის კოლხეთს უმასპინძლა. 1990 წელს ამ გუნდების მატჩით დაიწყო ათვლა ეროვნულმა ჩემპიონატმა, ბოლოს კი 2018 წელს შეხვდნენ ერთმანეთს დინამო და კოლხეთი.

 

მატჩი თავიდანვე დინამოელთა სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა. დედაქალაქელებმა არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს მეტოქის კართან, თუმცა გოლის გატანა რამდენიმე რეალური მომენტის მიუხედავად მაინც ვერ მოახერხეს. შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე 0-0 დასრულდა. დიდექალაქელთა რიგებში სადებიუტო შეხვედრა 18 წლის ნახევარმცველმა ცოტნე ბერელიძემ ჩაატარა.

 

მომდევნო მატჩს ანდრეს კარასკოს გუნდი 16 აპრილს, პეტრო არენაზე, გაგრას წინააღმდეგ გამართავს.

 

მატჩის ოქმი

 

ფოტოამბავი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024