• Geo
  • Eng
08.06.2023
სუპერთასის ნახევარფინალში გორის დილას შევხვდებით

წელს სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასი განახლებული ფორმატით ჩატარდება.

 

პირველად - საქართველოს სუპერთასის გათამაშებაში ევროთასებზე მონაწილე ოთხი გუნდი მიიღებს მონაწილეობას. მოქმედი ჩემპიონი დინამო თბილისი, დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი ტორპედო ქუთაისი და ეროვნული ლიგის დასრულებული სეზონის პრიზიორები - დინამო ბათუმი და დილა გორი.

 

30 ივნისს დინამო თბილისი გორის დილას დინამო არენაზე უმასპინძლებს. გამარჯვებული გუნდი ფინალში ტორპედო ქუთაისი/დინამო ბათუმის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება. წყვილებში დამარცხებულები კი ბრინჯაოს მედლებს გაითამაშებენ. ფინალი და მესამე ადგილისთვის მატჩი 4 ივლისს შედგება.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024