• Geo
  • Eng
08.06.2023
საქართველოს თასზე | დინამო v ლოკომოტივი/შუქურა

8 ივნისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანი სახელობის საქართველოს თასის გათამაშების მერვედფინალის წილისყრა გაიმართა.

 

დინამო თბილისი თასის გათამაშებაში სწორედ 1/8 ფინალიდან ჩაერთვება და ლოკომოტივი/შუქურას (1/16 ფინალი) დუელის გამარჯვებულს შეხვდება.

 

დებულებით, წყვილებში გამარჯვებულს ერთი მატჩი გამოავლენს. საქართველოს თასის მერვედფინალური ეტაპის მატჩები 29-30 ივლისს ჩატარდება.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024