• Geo
  • Eng
24.05.2023
დინამომ ქართული დერბი მოიგო

დღეს სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-16 ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც ტორპედომ დინამოს უმასპინძლა.

 

ქართული დერბი დინამომ აქტიურად დაიწყო და მე-4 წუთზე ანგარიშიც გაიხსნა. შორეული და ზუსტი დარტყმა იმრან ულად ომარის ანგარიშზეა. გოლის შემდეგ დინამოს კიდევ ჰქონდა რამდენიმე სახიფათო შეტევა, მაგრამ შედეგიან დარტყმამდე საქმე არ მისულა. მატჩის 21-ე წუთზე მასპინძელთა კონტრშეტევა, გიორგი არაბიძე ერთი ერთზე გადის, დარტყმა და დავით კერესელიძემ ნახტომში იხსნა დინამოს კარი. ტაიმი დინამომ მინიმალური სხვაობით მოიგო.

 

მეორე ნახევრის სტარტზე კი გიორგი ხარაიშვილის ტექნიკური თამაში, გადაცემა იმრანზე, რომელიც მარცხენა ფრთიდან შეიჭრა საჯარიმოში და სხვაობა ორამდე გაზარდა 0-2. ტორპედომ სამწუთიან მონაკვეთში ორი გოლი გაიტანა და წონასწორობა აღადგინა. პირველი გოლი დამატებაზე გიორგი კუხიანიძემ გაიტანა, 66-ე წუთზე კი ირაკლი ბუღრიძემ გაათანაბრა 2-2. ბოლო წუთებში დაძაბულობამ იმატა, ორივე გუნდი მწვავე კონტრიერიშებს ახორციელებდა. საბოლოოდ კი მატჩის კომპენსირებულ დროში ტორპედოს კარში პენალტი დანიშნა, რომელიც ზუსტად უსმანე კამარამ შეასრულა და დინამომ მოიგო.

 

მომდევნო შეხვედრას დინამო თბილისი საკუთარ სტადიონზე - დინამო არენაზე გამართავს. ბათუმის დინამოსთან მატჩი 28 მაისს 21.00 საათზე დაიწყება.

 

მატჩის ოქმი

 

ფოტოამბავი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024