• Geo
  • Eng
24.04.2023
დინამოელების კიდევ ორი გამარჯვება და ნახევარფინალის საგზური

იტალიურ კაირო მონტენოტეში მიმდინარე ტურნირზე, 14 წლამდე დინამოელებმა დღეს ორი მატჩი გამართეს.

 

დღის პირველი მატჩი თბილისელებმა მერვედფინალის სტატუსით იტალიურ სანრემეზესთან გამართეს და ტურნირის გამორჩეულილ ფეხბურთელის - ანდრია ეკუტიძის დუბლით 2-0 დაამარცხეს მეტოქე.

 

გათამაშების ნახევარფინალში დინამო მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელ ალესანდიას შეხვდა. მატჩი, რომელშიც დინამოელები სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. პენალტების სერიაში კი შალვა კვარაცხელიას გუნდი უფრო ზუსტი გამოდგა და დინამოელებმა 5-4 მოიგეს. ხვალ ნახევარფინალში ჩვენი გუნდი ჯენოას შეხვდება. საჩემპიონოდ მებრძოლ მეორე წყვილში ერთმანეთს მილანი და მონცა დაუპირისპირდებიან.

  

შეგახსენებთ, რომ დინამოელებმა სანტეროს თასის ჯგუფურ ეტაპზე იტალიურ აკვისთან 4-0 მოიგეს. შემდეგ ბოლიასკო 6-0 დაამარცხეს და მილანის ინტერს 1-0 აჯობეს.

 

აქვე გაგაცნობთ დინამოელთა სრულ შემადგენლობას:

სანდრო ბიძნაშვილი, გიორგი გორგაძე, მათე ჭელიძე, სანდრო მიქაუტაძე, ანდრია ოჩიგავა, გიგა გიგაური, დავით ცქვიტაია, ნიკოლოზ ძაძამიძე, ლუკა შარიქაძე, რეზო გაზდელიანი, იოანე გოგიჩაიშვილი, საბა შარვაშიძე, ავთანდილ ხარძეიშვილი, გიორგი გერგედავა, ანდრია ჩხაიძე, ალიკა გეთიაშვილი, ანდრია ეკუტიძე, დავით კუპრეიშვილი, ერეკლე ძერყორაშვილი და ირაკლი რაზმაძე.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024