• Geo
  • Eng
23.04.2023
გამარჯვება მილანის ინტერთან და პირველი ადგილი ჯგუფში

იტალიურ კაირო მონტენოტეში მიმდინარე ტურნირზე, 14 წლამდე დინამოელებმა დღეს ორი მატჩი გამართეს.

 

დღის პირველ შეხვედრაში შალვა კვარაცხელიას გუნდი ბოლიასკოს დაუპირისპირდა და 6-0 დაჯაბნა მეტოქე. გოლები იტალიელთა კარში ანდრია ჩხაიძემ, რეზო გაზდელიანმა, ნიკა ძაძამიძემ, სანდრო მიქაუტაძემ და ანდრია ეკუტიძემ (2) გაიტანეს.

 

მეორე მატჩში ჩვენი გუნდის მეტოქე მილანის ინტერი გახლდათ. გუნდებს შორის მატჩი წინა შეხვედრებისგან განსხვავებით უფრო დაძაბულად წარიმართა და დინამოელთა გამარჯვებით 1-0 დასრულდა. გამარჯვების გოლი მილანელთა კარში ანდრია ეკუტიძის ანგარიშზეა.

 

ამ გამარჯვებით თბილისელებმა B ჯგუფში პირველი ადგილი გოლგაუშვებლად დაიკავეს და ხვალ გათამაშების მერვედფინალში იტალიურ სანრემეზეს შეხვდებიან. შეგახსენებთ, რომ დინამოელებმა გუშინ პირველი მატჩი იტალიურ აკვისთან 4-0 მოიგეს.

 

აქვე გაგაცნობთ დინამოელთა სრულ შემადგენლობას:

სანდრო ბიძნაშვილი, გიორგი გორგაძე, მათე ჭელიძე, სანდრო მიქაუტაძე, ანდრია ოჩიგავა, გიგა გიგაური, დავით ცქვიტაია, ნიკოლოზ ძაძამიძე, ლუკა შარიქაძე, რეზო გაზდელიანი, იოანე გოგიჩაიშვილი, საბა შარვაშიძე, ავთანდილ ხარძეიშვილი, გიორგი გერგედავა, ანდრია ჩხაიძე, ალიკა გეთიაშვილი, ანდრია ეკუტიძე, დავით კუპრეიშვილი, ერეკლე ძერყორაშვილი და ირაკლი რაზმაძე.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024