• Geo
  • Eng
22.04.2023
დინამოელებმა ტურნირი გამარჯვებით გახსნეს

იტალიურ კაირო მონტენოტეში სტარტი აიღო სანტეროს ტრადიციულმა ტურნირმა, რომელშიც მონაწილეობას დინამო თბილისის 14 წლამდელთა გუნდიც იღებს.

 

დღეს თბილისელებმა პირველი მატჩი იტალიურ აკვისთან გამართეს და ტურნირზე თავისი დებიუტი გამარჯვებით აღნიშნეს. შალვა კვარაცხელიას გუნდმა მეტოქეს 4 უპასუხო გოლი გაუტანა. ანდრია ჩხაიძემ ჰეთ თრიქი შეასრულა, ერთი გოლიც რეზო გაზდელიანის ანგარიშზეა.

 

ხვალ დინამოელები ჯგუფური ეტაპის დარჩენილ ორ მატჩს გამართავენ. დინამო ჯერ ბოლიასკოს შეხვდება, საღამოს კი მილანის ინტერს დაუპირისპირდება.

 

აქვე გაგაცნობთ დინამოელთა სრულ შემადგენლობას:

სანდრო ბიძნაშვილი, გიორგი გორგაძე, მათე ჭელიძე, სანდრო მიქაუტაძე, ანდრია ოჩიგავა, გიგა გიგაური, დავით ცქვიტაია, ნიკოლოზ ძაძამიძე, ლუკა შარიქაძე, რეზო გაზდელიანი, იოანე გოგიჩაიშვილი, საბა შარვაშიძე, ავთანდილ ხარძეიშვილი, გიორგი გერგედავა, ანდრია ჩხაიძე, ალიკა გეთიაშვილი, ანდრია ეკუტიძე, დავით კუპრეიშვილი, ერეკლე ძერყორაშვილი და ირაკლი რაზმაძე.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024