• Geo
  • Eng
21.04.2023
14 წლამდე დინამოელები სანტეროს ტურნირზე

დინამო თბილისის 14 წლამდე შემადგენლობა იტალიაში გაემგზავრა.

 

22-25 აპრილს კაირო მონტენოტე 26-ე საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს. 32 გუნდიან გათამაშებაში 7 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.

 

დინამოელები B ჯგუფში იტალიურ გუნდებს შეხვდებიან. თბილისელებს მეტოქეობას ინტერი, ბოლიასკო და აკვი გაუწევენ. ტურნირში სხვებთან ერთად ასევე იუვენტუსი, მილანი, ჯენოა, ნაპოლი, სამპდორია და აუგსბურგი მონაწილეობენ.

 

შალვა კვარაცხელიას გუნდი 22 აპრილს აკვის შეხვდება, ხოლო 23 აპრილს ჯერ ბოლიასკოს დაუპირისპირდება, საღამოს კი ინტერთან მოსინჯავს ძალებს.

 

აქვე გაგაცნობთ დინამოელთა სრულ შემადგენლობას:

სანდრო ბიძნაშვილი, გიორგი გორგაძე, მათე ჭელიძე, სანდრო მიქაუტაძე, ანდრია ოჩიგავა, გიგა გიგაური, დავით ცქვიტაია, ნიკოლოზ ძაძამიძე, ლუკა შარიქძე, რეზო გაზდელიანი, იოანე გოგიჩაიშვილი, საბა შარვაშიძე, ავთანდილ ხარძეიშვილი, გიორგი გერგედავა, ანდრია ჩხაიძე, ალიკა გეთიაშვილი, ანდრია ეკუტიძე, დავით კუპრეიშვილი, ერეკლე ძერყორაშვილი და ირაკლი რაზმაძე.

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024