• Geo
  • Eng
22.02.2023
შოთა და აჩი - 50

დღეს დინამოსა და დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში გამორჩეული თავდამსხმელების – შოთა და არჩილ არველაძეების იუბილეა. ტყუპებს 50 წელი შეუსრულდათ. ძმები 1991–1995 წლებში ასპარეზობდნენ დინამოში და ორივეს ერთად 99 გოლი აქვთ მეტოქეთა კარში გატანილი. არიან საქართველოს ჩემპიონატის ოქროს მედლებისა და თასის მფლობელები. დინამოელები ვულოცავთ შოთას და აჩის. ვუსურვებთ წარმატებას და ჯანმრთელობას.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024