• Geo
  • Eng
31.01.2023
სტანისლავ ბილენკი კარიერას ისრაელში გააგრძელებს

სტანისლავ ბილენკი კარიერას ისრაელში გააგრძელებს. დინამო თბილისმა მაქაბი ნეთანიასთან მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა და უკრაინელი თავდამსხმელი გუნდს იჯარის წესით მიმდინარე წლის ზაფხულამდე შეუერთდება.

 

სტანილავ ბილენკი თბილისურ კლუბს 2022 წელს შეუერთდა და ამ პერიოდის განმავლობაში 31 მატჩი მიიღო მონაწილეობა. მის ანგარიშზე კი, თერთმეტი გოლი და ექვსი საგოლე გადაცემაა.

 

მაქაბი ნეთანია ისრაელის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობს და 24 ქულით მეშვიდე პოზიციაზეა. კონტრაქტის მიხედვით, საიჯარო პერიოდის გასვლის შემდგომ ებრაულ კლუბს სტანისლავ ბილენკის გამოსყიდვის უფლება აქვს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024