• Geo
  • Eng
21.11.2022
ახალგაზრდულის ფრე უკრაინასთან

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა 2022 წლის ბოლო მატჩი გორში ჩაატარა. რამაზ სვანაძის გუნდმა საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში უკრაინას უმასპინძლა და ფრედ 1-1 დაცილდა.

 

შეხვედრაში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. 63-ე წუთზე ოლექსი კაშჩუკმა შედეგიანად ითამაშა. 70-ე წუთზე კი მასპიძლებმა მოახერხეს წონასწორობის აღდგენა. დინამოელმა საბა ხვადაგიანმა მოედნის ცენტრში ჩაჭრა ბურთი, თავადვე წაიწია მეტოქის კარისკენ და შორი მანძილიდან ძლიერი დარტყმით გაიტანა გოლი 1-1.

 

შეხვედრაში მონაწილეობა საბა ხვადაგიანის გარდა კიდევ ოთხმა დინამოელმა მიიღო:

ლუკა კუტალაძე, სანდრო კალანდაძე, გიორგი მაისურაძე და ანზორ მექვაბიშვილი (კაპიტანი) რამაზ სვანაძემ სასტარტო შემადგენლობაში გაამწესა.

 

მატჩის ოქმი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2022