• Geo
  • Eng
18.11.2022
დინამო-2 პირველ ადგილს დაუბრუნდა

ეროვნულ ლიგა 3-ში 28-ე ტურის შეხვედრას ფოთმა უმასპინძლა. ერმანეთის პირისპირ ადგილობრივი კოლხეთი და დინამო-2 წარდგნენ. ორივე გუნდს ტურნირის დასრულებამდე 3 ტურით ადრე ლიგა 2-ის საგზური უკვე განაღდებული ჰქონდა, თავად მატჩს კი ინტრიგას საბოლოოდ ლიგის პირველადგილოსნის ბედის გარკვევა მატებდა.

 

მატჩი სანახაობრივი და დაძაბული გამოდგა. პირველ ტაიმში გოლები არ გასულა, მეორე ნახევარში კი ანგარიში თერთმეტმეტრიანი დარტყმით მასპინძლებმა გახსნეს. ზუსტი დარტყმა მე-60 წუთზე დათა სიჭინავამ შეასრულა. სტუმრებს სტატუს ქვოს აღსადგენად დიდი დრო არ დასჭირვებიათ, ორიოდე წუთში დინამოელებმა სწრაფი და ლამაზი კომბინაცია გაითამაშეს, შედეგიანი დარტყმა კი ბადრი გოგობერიშვილმა შეასრულა 1-1. შეხვედრაში მეტი გოლი აღარ გასულა, მატჩი ფრედ მორჩა და სატურნირო ცხრილში დინამოელებმა პირველ ადგილზე აინაცვლეს.

 

ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი მომდევნო მატჩს 24 ნოემბერს თბილისის ზღვის მოედანზე თბილისი სიტისთან გამართავს, ხოლო ბოლო ტურის შეხვედრას დინამოელები 1 დეკემბერს ივანწმინდაში, საჩხერის ჩიხურასთან ჩაატარებენ. ორივე შეხვედრაში გამარჯვების შემთხვევაში დედაქალაქელები ლიგა 2-ში, ლიგა 3-ის გამარჯვებულის ტიტულით აღზევდებიან.

 

მატჩის ოქმი

 

ფოტოამბავი

 

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024