• Geo
  • Eng
05.10.2022
ახალი ანალიტიკური პროგრამა დინამოში
დინამო თბილისმა მონაცემთა ანალიტიკის პროგრამა SciSports შეიძინა. SciSports ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ანალიტიკური პროგრამაა, რომელიც სხვადასხვა მონაცემების ანალიზის შედეგად, სამწვრთნელო შტაბს, მოთამაშეების შესახებ მაქსიმალურად დეტალურ ინფორმაციას აწვდის. მისი გამოყენება შესაძლებელია, როგორც მოწინააღმდეგის ანალიზისთვის, ასევე სკაუტინგისთვის.
 
​ახალი ანალიტიკური პროგრამის შესახებ კომენტარი თბილისური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა გააკეთა:
 
​გიორგი ჭიაბრიშვილი: თანამედროვე ფეხბურთში ანალიტიკას უდიდესი როლი აქვს, გუნდის სწორად განვითარებისთვის აუცილებელია რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია გვქონდეს როგორც მოწინააღმდეგეზე, ასევე ჩვენს გუნდს. მოხარული ვარ, რომ ჩვენმა გუნდმა ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური პროგრამა შეიძინა, რომელიც საშუალებას მოგვცემს სრულყოფილი ინფორმაცია მივიღოთ ყველა საჭირო მიმართულებით.​
 
ჩვენი გუნდის ანალიტიკოსთა გუნდს ახალი წევრი შეემატა, მონაცემთა ანალიტიკოსი მიხა გაბეჩავა, რომელიც სწორედ SciSports-ის მიმართულებით იმუშავებს.
 
​მიხა გაბეჩავა: მოხარული ვარ, რომ დინამო თბილისის ანალიტიკოსთა ჯგუფს შევუერთდი და გუნდში SciSports სისტემა დაინერგა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოთამაშეების შესახებ რაც შეიძლება დეტალურ ინფორმაციას ვფლობდეთ, ეს ეხება როგორც ახლა გუნდში მყოფებს, ასევე პოტენციურ ახალწვეულებს და მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებს. ვფიქრობ, რომ SciSports ამ მიმართულებით ძალიან დაგვეხმრება და ჩვენი მუშაობა უფრო ეფექტური იქნება.
 
SciSports 2013 წელს ნიდერლანდებში დაარსდა. კომპანია საფეხბურთო ანალიტიკისთვის ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ მეთოდებს იყენებს. აღნიშნული სერვისით აქტიურად სარგებლობენ აიაქსი, ლიდსი იუნაიტედი, უნიონ ბერლინი, რეიმსი, ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაცია და სხვა ცნობილი საფეხბურთო ორგანიზაციები. დინამო თბილისი კი, ჩვენს რეგიონში პირველი საფეხბურთო კლუბია, რომელიც SciSports-ის სისტემით იმუშავებს.
 
დინამოსა და SciSports-ის თანამშრომლობის შესახებ კომენტარი ნიდერლანდური კომპანიის წარმომადგენელმა სებასტიან პოტმა გააკეთა:
 
სეტაბასტიან პოტი: ძალიან სასიამოვნოა ყველაზე დიდ ქართული გუნდთან, დინამო თბილისთან თანამშრომლობა. წლების განმავლობაში ამ ისტორიული კლუბის აკადემიამ უმრავი მაღალი კლასის ფეხბურთელი აღზარდა. გვიხარია, რომ ახლა კლუბს დავეხმარებით მათი სკაუტინგი და ანალიტიკა ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ.
FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024