• Geo
  • Eng
05.08.2022
ლევან ხარაბაძე კარიერას პაფოსში გააგრძელებს
დინამო თბილისის მარცხენა მცველი ლევან ხარაბაძე კარიერას კვიპროსის უმაღლესი ლიგის პაფოსში გააგრძელებს. იგი კვიპროსულ გუნდს იჯარის წესით შეუერთდა, კონტრაქტის ხანგრძლივობა კი, ერთ წელს შეადგენს.
 
​ლევან ხარაბაძე დინამოს აკადემიის აღზრდილია და თბილისური კლუბის მთავარი გუნდის გარდა, შვეიცარიულ ციურიხში უასპარეზია. სადაც 28 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ერთი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა. რაც შეეხება მის დინამოურ კარიერას, ხარაბაძეს ლურჯ-თეთრი მაისურით 89 მატჩი აქვს ჩატარებული, მის ანგარიშზე კი, შვიდი გოლი და ცამეტი საგოლე გადაცემაა.
 
​ახალგაზრდა მარცხენა მცველი საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი გახლდათ, ეროვნულ ნაკრებში კი, მას სამი შეხვედრა აქვს გამართული. 
FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2022