• Geo
  • Eng
27.07.2022
მეორე გუნდმა მერანს აჯობა

დინამო-2 სეზონის განახლებისთვის აგრძელებს მზადებას. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა ამხანაგური მატჩი თბილისის მერანთან გამართა და 6-3 იმარჯვა.

 

შეხვედრაში 4 გოლი ნიკა ქოქოსაძემ გაიტანა, თითოჯერ კი მერანის კარი - თორნიკე მორჩილაძემ და გიორგი მაისურაძემ აიღეს. დინამოელები უახლოეს ოფიციალურ შეხვედრას 6 აგვისტოს თბილისის ზღვის მოედანზე ჩაატარებენ. საქართველოს თასის 1/16 ფინალში დედაქალაქელები ბოლნისის სიონს უმასპინძლებენ.

 

ფოტოამბავი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2022