• Geo
  • Eng
29.06.2022
დინამო ბათუმი 4-1 დინამო თბილისი

ბათუმში ეროვნული ლიგის მეოცე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც დინამო ბათუმმა დინამო თბილისს უმასპინძლა.

 

მატჩი მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და საწყის წუთებში ანდრეს პრიეტოს მოუხდა თამაშში ჩართვა. მე-12 წუთზე ირაკლი აზაროვმა ძლიერად დაარტყა, ბურთი კი ხარიხამ მოიგერია. ხუთ წუთში ჯოვანი ფლამარიონმა ზუკა დავითაშვილის დარტყმულ ბურთს შეუცვალა მიმართულება და ანგარიში გაიხსნა. ორიოდე წუთში ბარნს ოსეიმ ითამაშა აქტიურად, საჯარმოში ჩააწოდა, გიორგი მოისწრაფიშვილის თავური კი ხარიხას მოხვდა. 25-ე წუთზე სანდრო ალთუნაშვილმა ზუსტად დაარტყა და ანგარიში 2-0 გახდა. პირველი ტაიმის ბოლოს ბენჟამინ ტეიდიმ მესამე გოლი გაიტანა.

 

მეორე ტაიმში დედაქალაქელები უკეთ ათამაშდნენ და 59-ე წუთზე დავით სხირტლაძემ სტანისლავ ბილენკის პასი შედეგიანად შეირგო 3-1. თბილისელებს მომდევნო შეტევაშივე მართებდათ ანგარიშის მინიმუმამდე შემცირება, ბელარუსმა ფორვარდმა რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა. სტუმრები ვა ბანკზე წავიდნენ, მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე კი საკუთარ კარში მიიღეს გოლი და შეხვედრა 4-1 დასრულდა.

 

ფოტოამბავი

 

შემადგენლობა და მატჩის ოქმი

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024