• Geo
  • Eng
08.05.2022
პატარა დინამოელებმა შოთას თასზე მეორე ადგილი დაიკავეს

დასრულდა ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი Shota Cup 2022. 11 წლამდე დინამოელებმა დღეს გათამაშების ნახევარფინალში 35-ე საფეხბურთო სკოლას 4-2 აჯობეს. გოლები ზაალიაშვილმა (2), თურმანიძემ და ყულიაშვილმა გაიტანეს. ფინალურ შეხვედრაში ჩვენს გუნდს მეტოქეობა აზერბაიჯანულმა ვატანმა გაუწია.

 

აღსანიშნავია, რომ ორგანიზატორებმა ჯგუფური ეტაპის და პლეი ოფის შედეგებით 4 ფინალი ჩაატარეს - ბრინჯაოს, ვერცხლის, ოქროს და ბრილიანტის. თბილისელებმა ყველაზე პრესტიჟული, სწორედ ბრილიანტის ფინალის საგზური მიიღეს. გადამწყვეტი მატჩი შალვა კვარაცხელიას გუნდმა დიდი უპირატესობის მიუხედავად მინიმალური ანგარიშით 0-1 დათმო და ტურნირის ვერცხლის მედლებს დაეუფლა. (შეგახსენებთ ჯგუფურ ეტაპზე დინამოელებმა ბათუმის პორტუსს 9-0, თბილისის ჩემპიონს 2-1, ლანჩხუთის გურიას 3-0 აჯობეს და ჯგუფში პირველი ადგილიც დაიკავეს. მეოთხედფინალში ლურჯ-თეთრებმა თენგიზ სულაქველიძის აკადემიას 1-0 აჯობეს.

 

ტურნირზე დედაქალაქური გუნდი 17 ფეხბურთელით იმყოფებოდა: ნიკა კაჭახიძე, ირაკლი მაღლაფერიძე, მათე ეთერია, ნიკა ბობოხიძე, როლანდ ლომიძე, გიორგი ჩიქობავა, ზუკა აბრამიშვილი, თემურ ქვილითაია, ლუკა ზაალიშვილი, ზუკა ჭელიძე, გაბრიელ იმესაშვილი, სერაფიმე აფციაური, დემეტრე ბაკურია, გაბრიელ კაკაშვილი, ნიკა ყულიაშვილი, ნიკა თურმანიძე და ნიკა ჭუმბაძე.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024