• Geo
  • Eng
30.04.2022
ფრე და გამარჯვება ბათუმის დინამოსთან

ჭაბუკთა ლიგაში ჩვენი აკადემიის გუნდებმა მორიგი მატჩები გამართეს. 17 და 15 წლამდე დედაქალაქელებმა შესაბამისი ასაკის ბათუმელებს უმასპინძლეს.

 

ვახო იაგორაშვილის გუნდმა გათამაშების მე-18 ტურში ზღვისპირელებთან ფრედ 2-2 ითამაშა. გოლები შეროზიას და სალიას ანგარიშზეა. დინამოელები დაგროვილი 29 ქულით სატურნირო ცხრილში სფფ-ს აკადემიასთან 4/5 ადგილებს იყოფენ.

ვასილ გეგუჩაძის შეგირდებმა მეტოქეს 5 უპასუხო გოლით აჯობეს. გულიაშვილმა ჰეთ თრიქი შეასრულა, თითო გოლი კი დანელიამ და ვიბლიანმა გაიტანეს. 15 წლამდე დინამოელები 18 ტურის შემდეგ დაგროვილი 46 ქულით სატურნირო ცხილში პირველ ადგილს იკავებს.

 

U17 დინამო თბილისი 2-2 დინამო ბათუმი

U15 დინამო თბილისი 5-0 დინამო ბათუმი

 

U17 დინამო თბილისი: იობაშვილი, გ. ცეცხლაძე, ხარჩილავა, გიუნაშვილი, ჩიქოვანი, გოგიჩაიშვილი, რობაქიძე, ფეიქრიშვილი, ნინიძე, ნ. ცეცხლაძე, სალია

სათადარიგო სკამი: ლიპარტელიანი, ვიბლიანი, გობეშია, სურმავა, გადილია, შეროზია, კარაევი

 

U15 დინამო თბილისი: აწოთია, გვასალია, ღლუნჩაძე, ხარებაშვილი, ბარნოვი, ჩიქოვანი, ნათენაძე, წულაია, დანელია, ხუციშვილი, გულიაშვილი

სათადარიგო სკამი: ჩოჩიშვილი, ქარდავა, ჭოლოხავა, ელიაშვილი, ვიბლიანი, კაკულია

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024